„ევროპული საქართველომ“ დღეს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც გაირკვა პარტიის ლიდერები მაჟორიტარის მანდატის მოპოვებას ძირითადად რეგიონებში შეეცდებიან. გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდში იყრის. ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში კი გიგა ბოკერია იქნება დეპუტატობის კანდიდატი.
ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;გიორგი ღვინიშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;ირმა ნადირშვილი- რუსთავი;აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი;ოთარ კახიძე- ქუთაისი;სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;გიგი უგულავა- ზუგდიდი;გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოა გადასარჩენი. პარტიის სამი მთავარი დაპირება კი კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია იქნება.
“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.