01:08
7 აპრილი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება
26-02-2020

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. მისივე ინფორმაციით ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ყველა რესურსი გამოიყენა და პარტნიორებიც აღნიშნულ საკითხს სრული გაგებით მოეკიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

AutoPlay
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 6 მძიმე პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კახეთის რეგიონის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს ნობათები გადაეცა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ექთანი სტუდენტია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები