ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საბჭოში რუსეთის დელეგაციის მანდატი გაასაჩივრეს. საკითხი ლიტველმა დეპუტატმა ემანიელის ზინგერისმა წამოაყენა, რომელსაც მხარი სულ მცირე 30 დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც.
ზინგერის მიიჩნევს, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს სწორი გადაწყვეტილება არ არის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის რეგლამენტის მიხედვით, საკითხი მონიტორინგის კომიტეტს შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცა.