2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი "ცირკუს მირკუსი" წარადგენს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხმა შიდა შერჩევის საფუძველზე მიიღო
"ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს", აცხადებს ჯგუფი საკუთარ იუთუბარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, "მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში".
ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს გაიმართება იტალიის ქალაქ ტურინში. იტალიამ კონკურსის მასპინძლობის უფლება წელს მოიპოვა, როცა როკჯგუფმა Måneskin ქვეყანას მესამე გამარჯვება მოუტანა.