„ვივიბლოგსი“ ერთ-ერთი დიდი მედიასაშუალებაა, რომელიც კონკრეტულად „ევროვიზიის“ თემაზეა ორიენტირებული და საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. კონკურსის წინა დღეებში „ვივიბლოგსის“ ჟურნალისტები საკუთარ მკითხველსა და მაყურებელს მათთან ჩაწერილ ინტერვიუებს სთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ უცხოური გამოცემის ჟურნალისტმა ქართულ ჯგუფთან Circus Mircus აპრილის შუა რიცხვებში ჩაწერა, როდესაც „სირკუს მირკუსი“ მადრიდში იმყოფებოდა „ევროვიზიის“ ტურში მონაწილეობისთვის. ჯგუფის ოთხი წევრი კამერის წინაშე სასტუმროს საწოლში წამოკოტრიალებული გამოჩნდა და მთელი ინტერვიუ სწორედ ასე პასუხობდნენ ჟურნალისტის კითხვებს. მათ ისაუბრეს თავიანთ მუსიკალურ ნომერზე, ინსპირაციაზე და სხვა საინტერესო თემებზე.