მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2019“, რომელიც თელ-ავივში ჩატარდა ნიდერლანდების წარმომადგენელმა დანკან ლოურენსმა გაიმარჯვა, რომელმაც შეასრულა კომპოზიცია Arcade. ფინალში ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე, რომელმაც კონკურსზე სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.