15:40
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ევროზონაში საცალო გაყიდვები რეკორდულად შემცირდა
08-05-2020

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროზონაში საცალო გაყიდვები რეკორდულად დაეცა. როგორც ევროკავშირის სტატისტიკური ოფისის (ევროსტატის) ანგარიშშია აღნიშნული, ევროკავშირის 19 ქვეყანაში საცალო ვაჭრობა მარტში წინა თვესთან შედარებით, 11,2% -ით შემცირდა. წლიური თვალსაზრისით კი, საცალო გაყიდვები 9.2% -ით არის შემცირებული.
ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ეკონომისტები Reuters-თან საუბრისას, ვარაუდობდნენ, რომ ევროზონაში საცალო გაყიდვები ყოველთვიურად 10,5%-ით, წლიურად კი 8%-ით შემცირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში ევროზონაში საცალო გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 0,6% -ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 2.5%-ით გაიზარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები