ამერიკული კომპანია Facebook-ი თანახმააა გადაიხადოს 550 მილიონი დოლარი იმ პრეტენზიების დარეგულირებისთვის, რომელიც კომპანიის მისამართით ილინოისის შტატის მოსახლეობას აქვს. ისინი კომპანიას მათი ბიომეტრიული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ The New York Times-ი კომპანიის ფინანსურ დირექტორზე დაყრდნობით წერს.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული თანხა კომპანიას მიმდინარე წლის ფინანსებში უკვე გაწერილი აქვს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის გარჩევა 2015 წელს დაიწყო, როცა ილინოისის მცხოვრებლებმა Facebook-ს კოლექტიური სარჩელი წარუდგინეს და მოითხოვეს კომპენსაცია მათი ბიომეტრიული მონაცემების თანხმობის გარეშე მოპოვების გამო. თავად კომპანია წლების განმავლობაში ცდილობდა საქმის დახურვას, თუმცა უშედეგოდ.