Facebook-ი "თეთრი ნაციონალიზმის" და სეპარატიზმის აკრძალვას აპირებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ფეისბუქზე და ინსტაგრამზე მომდევნო კვირიდან "თეთრი ნაციონალიზმის" და სეპარატიზმის მხარდამჭერი ყველა პოსტი დაიბლოკება. სოციალური მედიის ჯგუფი ასევე პირობას დებს, რომ იზრუნებს ტერორისტების მიერ მასალების იდენტიფიცირების სისტემის გაუმჯობესებაზე. შეგახსენებთ, აღნიშნული გადაწყვეტილება "ფეისბუქმა" მას შემდეგ მიიღო, რაც იგი მკაცრად გააკრიტიკეს ახალ ზელანდიაში ორი კვირის წინ მომხდარი თავდასმის ამსახველი კადრების გაშვებაში. ტერორისტმა მეჩეთებზე თავდასხმის კადრები პირდაპირ ეთერში სწორედ "ფეისბუქით" გადასცა, რასაც ათასობით ადამიანმა უყურა.