Facebook-მა ხუთშაბათს ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი Messenger Rooms-ი მოხმარებაში უკვე გაუშვა. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენი მსოფლიოსთვის სერვისი ხელმისაწდომი უკვე მომავალი კვირიდან გახდება.
Meseenger Rooms-ის საშუალებით ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე ადამიანის მოწვევა. ამასთან, შეზღდული არ არის ზარების ხანგრძლივობაც. Facebook-ში ასევე, აცხადებენ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Instagram Direct, WhatsApp და Portal-შიც.