ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა ევროპულ სასამართლოში ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც Financial Times-ი წერს, სოციალური ქსელი ევროკავშირს თანამშრომლების პირად ცხოვრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მარეგულირებლებმა ორი ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა კომპანიიდან ინფორმაცია, რომლის მიწოდებასაც შეუძლია თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა. გაზეთის ცნობით, სარჩელის განხილვა სექტემბერში მოხდება.
როგორც ცნობილია, ევროპული მარეგულირებელი Facebook-ის მხრიდან აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობას იძიებს, სარეკლამო ბაზარზე უპირატესობის მოპოვების მიზნით.