"ფეისბუკის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ამერიკის შეერთბულ შტატებში კონგრესმენების წინაშე წარსდგა. მან კონგრესის წევრებს ახალი იდეები გაუზიარა და ამასთან, განაცხადა, რომ „ფეისბუკი“ Libra Association-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ პროექტი რეგულატორების გვერდის ავლით ჩაეშვება.
ცუკერბერგმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შტატებში არსებულ პრობლემებზე და ისიც თქვა, რომ ამ ეტაპზე ამერიკაში ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამორჩენილობა საგრძნობლად შესამჩნევია. ეს ამბავი მან პროექტი „ლიბრას“ განხორციელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა.
ცნობისთვის, პროექტ „ლიბრასთან“ დაკავშირებული უთანხმოებები 2019 წლის ივლისში დაიწყო. მაშინ, როცა დაანონსდა ახალი საგადასახადო სისტემის სამომავლო შემუშავების იდეა, პროექტში მონაწილეობაზე 28 კომპანიიდან შვიდმა უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ ლიბრა“ „ფეისბუკის“ კრიპტოვალუტაა. ცუკერბერგის განცხადებით, კრიპტოვალუტის შექმნის შემდეგ ანგარიშსწორება ძალიან გამარტივდება.