სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილ ქალაქებში სატესტო რეჟიმში აამოქმედა დღის სიახლეების სერვისი Facebook News. კომპანიის ცნობით, ამ ველში გამოჩნდება მედიის სიახლეები იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს და რა აინტერესებს მომხმარებელს.ეს პუბლიკაცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს იყოს უახლესი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციების საქმის კურსში, ამავე დროს დაეხმარება უკეთ გაერკვეს საქმის შინაარსში და გააფართოვოს ინტერესები ინფორმაციის სფეროში.როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ამ განყოფილებაში ასევე გამოჩნდება მცირე ინფორმაციებიც, რომლებიც მნიშვნელოვან თემებს ეხება. სოციალური ქსელის 100 ათას მომხმარებელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ აკლიათ ინფორმაცია კულტურაზე, ბიზნესზე, სპორტსა და მედიცინაზე.