19:33
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Facebook ტესტავს "მინი-ქსელს" მეზობლებისთვის
28-10-2020

პლატფორმა Facebook-ი ტესტავს ფუნქციას Neighborhoods, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაავრცელონ პოსტები იმ რაიონისთვის, სადაც ცხოვრობენ. ამის შესახებ The Verge წერს.

მომხმარებლები შეძლებენ პალტფორმაზე ცალკეული პროფილების შექმნას, რომლებზეც მიბმული იქნება მათი ადგილსამყოფელი. Facebook კი ამ ტიპის ინფორმაციას შეაგროვებს, რათა რეკლამის სახით ის რელევანტურ აუდიტორიას უჩვენოს.

ფუნქცია Neighborhoods ჯერ მხოლოდ კანადის ქალაქ ქალგარიშია ხელმისაწვდომი. წარმატებული ტესტის შემთხვევაში ის შესაძლოა ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოჩნდეს.
ეს არ არის ერთადერთი სიახლე რომელსაც ქსელი გვთავაზობს, მათ ამავე კვირაში წარმოადგინეს გაცნობის სერვისი - Facebook Dating-ი, რომელიც ევროპის 32 ქვეყნაშია ხელმისაწვდომი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები