ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გამოძიება ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.