08:54
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ფანების ჩხუბი ესპანეთში - "რასინგის" ულტარებმა "სარაგოსას" გულშემატკივრებს სცემეს
16-12-2019

ესპანურ მედიაში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანდა, რომ სანტანდერის "რასინგის" ულტრასები პარკში მყოფ "სარაგოსას" რამდენიმე ფანს დაერივნენ. საბედნიეროდ აღნიშნული ინციდენტის შედეგად სერიოზული ტრავმები არავის მოუღია და არცერთი მხრიდან საავადმყოფოში არავინ მომხდარა. "რასინგის" ულტრასები, მოგვიანები, პოლიციამ ამოიცნა და მათი გუნდის თამაშზე დასწრების უფლება არ მისცა. "სარაგოსამ" შეხვედრა 2:0 მოიგო და სეგუნდა დივიზიონის ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა. სამწუხაოდ, გამარჯვებულთა შორის გიორგი პაპუნაშვილმა 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები