გაემგზაგზავრო მონაკოში, გაიბრწყინო მაღალი საზოგადოების წვეულებებზე, გაიცნო თავად პრინცი და აღმოაჩინო შენი სახელი იმ ადამიანების სიაში, რომლებსაც პრინცმა მონაკოს მოქალაქეობა მიანიჭა. ფანტასტიკურად ჟღერს? - ნუ დღონდებით. აქ ჩამოსვლა უფრო რეალური მიზნებსითვისაც ღირს. მაგალითად, გაეცნო როგორ ისვენებს მსოფლიო ბომონდი; წააგო მონტე-კარლოს ცნობილ კაზინოში თითოეული დოლარი; საკუთარი თვალით იხილო ფორმულა 1-ის გრამპრის ვენბათა-ღელვა; იცხოვრო ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში;ივახშმო ძვირადღირებულ რესტორანში ერთხელ მაინც; აღფრთოვანდე იახტების გამოფენაზე - სიამოვნებების ჩამონონათვალის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს.