COVID 19-ის წინააღმდეგ მსოფლიოს მიერ გამოცახდებულ ბრძოლას, თავის მხრივ კომპანია "ფავორიტი სტილი" შეუერთდა და ახალი, ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბების წარმოება დაიწყო. ფარის ტიპის ნიღბებს სტამბაში დასაქმებული ათამდე ადამიანი ქმნის. ჩვეულებრივი ნაჭრის ნიღბისგან განსხვავებით, ფარის ნიღაბს უფრო მაღალი დაცვითი ფუნქციები აქვს. ის იცავს კონტაქტის დროს ადამიანის თვალსა და ცხვირის ლორწოვანს, ასევე პირის ღრუს ვირუსის შეღწევისგან. ჩვეულებრივი ნიღბისგან განსხვავებით, ფარის ტიპის ნიღაბი სრულად ბლოკავს კანის ზედაპირზე ვირუსის მოხვედრას.
აღსანიშნავია, რომ ნიღბების წარმოების მიმართულებით "ფავორიტი სტილი" პირველი იყო საქართველოში. საცდელი ეგზემპლარები 2 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციიის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი.