პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრის შედეგები ასეთია: 84 მომხრე 3-ის წინააღმდეგ. სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო". ოპოზიციაs სხდომაზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს. "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით კი, კანონი ანტიკონსტიტუციურია. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.