ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს საქართველოს პარლამენტი, მაღალი ალბათობით, დაძლევს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუნდი საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.სხდომაზე უმრავლესობამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმაზეც იმსჯელა. მდინარაძის განმარტებით, უახლოეს დღეებში შეიკრიბება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და დეტალურად გაიწერება პასუხისმგებელი სუბიექტები და შესაბამისი ვადები.ამასთან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობის თემა არარეალური და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.