მკვლელობაში შეცდომით დადანაშაულებული ფრანგულ გვიანაში, სისასტიკით ცნობილ ციხეში, სხვა კატორღელებთან ერთად იხდის სამუდამო პატიმრობას, თუმცა შარიერი არც ფიქრობს დანებებას და გაქცევის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, მაინც ახერხებს თავისუფლების მოპოვებას.დანიელი რეჟისორის მიხაელ ნოერის კრიმინალური დრამა წვრილმანი ბოროტმოქმედის ანრი შარიერის მეტსახელად "ფარვანას" ისტორიაა, რომელიც მკვლელობაში შეცდომით დადანაშაულებული ფრანგულ გვიანაში, სისასტიკით ცნობილ ციხეში, სხვა კატორღელებთან ერთად იხდის სამუდამო პატიმრობას, თუმცა შარიერი არც ფიქრობს დანებებას და გაქცევის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, მაინც ახერხებს თავისუფლების მოპოვებას.ფილმის მთავარ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი - ფრანგი კრიმინალი ანრი შარიერი ჰყავს, რომელიც 1931 წელს, მისივე განცხადებით შეცდომით იქნა მკვლელობისთვის გასამართლებული და 10-წლიანი კატორღაც უსამართლოდ მიესაჯა. გაქცევის რამდენიმე მარცხიანი მცდელობის შემდეგ შარიერმა მაინც შეძლო საპატიმროდან თავის დაღწევა და ვენესუელაში გაქცევა, 1969 წელს კი, ავტობიოგრაფიული რომანი "ფარვანა" დაწერა, რომელიც სწრაფად იქცა ბესტსელერად და ავტორს შეწყალებასთან ერთად საფრანგეთში დაბრუნების უფლებაც მისცა.