ჩინეთში 11 ნოემბერს ტრადიციულად აღნიშნავენ „ფასდაკლებების“ დღეს და ის შოპინგისთვის საუკეთესო დროა, ვინაიდან ყველა რითეილერი ცდილობს პროდუქცია დიდი ფასდაკლებით გაყიდოს. ჩინეთის უმსხვილესმა ონლაინ-რითეილერმა Alibaba-მ მოხსნა წინა წლის რეკორდი და 498 მილიარდ 200 მილიონი იუანი, ანუ 75 მილიარდ 400 მილიონი დოლარი ივაჭრა.
ტოტალური ფასდაკლებების დაწყებიდან პირველ 30 წუთში პლატფორმაზე უკვე იყო 56 მილიარდი დოლარი ნავაჭრი. დაფიქსირდა ახალი რეკორდიც - წამში 583 ათასი შეკვეთა.
ტოტალური ფასდაკლებების დღეს ჩინელები „უცოლოების“ დღეს ან „მსოფლიო შოპინგის დღეს“ ეძახიან და ის 2009 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს 24 საათის განმავლობაში მაღაზიები მნიშვნელოვნად ამცირებენ ფასებს საკუთარ პროდუქციაზე ყველა ონლაინ პლატფორმაზე. 2019 წელს Alibaba-ამ ახალი რეკორდი დაამყარა, როცა 38 მილიარდ 400 მილიონი დოლარი ივაჭრა და ამით 2018 წლის რეკორდი გააუმჯობესა.