ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს, პირველად 2008 წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი დაწია 25 პუნქტით და ის 2-დან 2,25%-ზე დააფიქსირა. ამის შესახებ ფინანსური მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყებამ საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკური პერსპექტივების გლობალური ცვლილებების ფონზე, ასევე ინფლაციური წნეხის შემცირების მიზნით, დაწია.
ფედრეზერვის მომდევნო სხდომა 17-18 სექტემბერსაა დაგეგმილი, რომელზეც უკვე განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე იქნება საუბარი.