„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიში წარმოადგინა.
მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ორგანიზაციამ 900-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდი და 11,469 პოსტი გააანალიზა.
მათი შეფასებით, ინტენსიურად გრძელდება „ფეისბუქის“ არაოფიციალურ, ანონიმურ და ცრუ მედიაგვერდებზე წარმოებული პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 გვერდი ოპოზიციის, კრიტიკული მედიასაშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული.