ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად ერთიანდებიან. საქველმოქმედო მატჩი დინამო არენაზე დღეს გაიმართება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება. თამაშის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას პაოლო მალდინი, მაორო ტასოტი, მასიმო ოდო, რივალდო, ლუკატონი და სხვა ფეხბურთის სხვა ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ.