ფერმერები წელს სიმინდისა და თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სიმინდის მასივებსა და თხილის ბაღებში აზიური ფაროსანას აქტიურ მონიტორინსგ ახორციელებენ. მათი თქმით, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც დადებითაც აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ წელს, თხილის ექსპორტის კლების მთავარი მიზეზი დაბალი ხარისხი იყო. უწყებაში ვარაუდობენ, რომ წელს თხილის საექსპორტო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თხილის წარმოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.