სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამა დღეიდან ამოქმედდება.
ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც დარეგისტრირებული აქვთ სასოფლო-სამეუქნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, დახმარებას მიიღებენ 1 ჰეტრაზე 200 ლარის ოდენობით. ამასთან, დღეიდან იწყება აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემაც.
უფრო კონკრეტულად კი, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალსიწინებული 150 ლიტრი დიზელის საწვავი 1 ჰექტარზე. მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე ფასდაკლების ბარათი პირველი ივნისიდან გაიცემა.