ფესტივალ Echowaves-ის მეორე დღეს, ანაკლიაში მსმენელის წინაშე დღის ჰედლაინერი- ბენ ქლოქი წარსდგა. დღეს, გვიან ღამით კი მსმენელს Boston 163 და ასევე სხვა არაერთი ცნობილი არტისტის მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან. დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთონ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონის როგორც ეკონომიკური ასევე ტურისტული განვითარება. ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს გაიხსნა. პირველ დღის ჰედლაინერი კი ნინა კრავიცი იყო. შარშან EXIT ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს ანაკლიაში, სტუმრები დაახლოებით 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო მედიას 27 000 000- ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოს შესახებ. Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.