ფიქსარმა სულ ცოტა ხნის წინ ახალი პროექტის ტრეილერი გაავრცელა
Soul - ასე ჰქვია ახალ ანიმაციურ ფილმს, რომელიც სკოლის მასწავლებლის, ჯო გარდენის შესახებ მოგვითხრობს. ჯოს ძალიან უნდა ჯაზის ვარსკვლავი გახდეს, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ყველაფერი დრამატულად შეიცვლება. ახალი ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 19 ივნისს შედგება.