ფილარმონიასთან "ქართული მარშის" წევრები იკრიბებიან, ვერის ბაღში კი ლევან ვასაძის მხარდამჭერები.
როგორც "ქართული მარშის" წევრმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობანად გააპროტესტებენ.
ამავე დროს, ბრეგაძის განმარტებით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრი "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, "სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.