ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ასევე, კულტურის პალატის ორგანიზაციით, მისი საიუბილეო საღამო მოეწყო. პროექტი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ”მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ეს დღე ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ახლა ასეთი კარგი გრძნობა აქვს. მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის მემღერებოდეს თქვენთვის”, - განაცხადა ჭოხონელიძემ.
კულტურის პალატის დირექტორის, დავით ოქიტაშვილის თქმით, მომღერალს ვარსკვლავი საზოგადოების დიდი სიყვარულის გამო გაუხსნეს.