Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მოტივების მიხედვით არის გადაღებული.
ახალი თიზერის ვიდეო Emmy-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჩვენეს.
ფილმი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.