რიდლი სკოტის გახმაურებული ფილმის House of Gucci-ის პრემიერა ლონდონის შემდეგ მილანშიც შედგა, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და ჯერემი აირონსი ასრულებენ. ლედი გაგა წითელ ხალიჩაზე ვერსაჩეს წითელი კაბით გამოჩნდა, რომელიც ბრენდის 1995 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ინსპირაციით შექიმნა.
ლონდონში კი ლედი გაგა გუჩის იასამნისფერი კაბით გამოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა მშვენიერებამ თავად ფილმის პრემიერაც კი გადაფარა.
ფილმი ცნობილი მოდის სახლის მმართველი ოჯახის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, კრიმინალური და ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოჯახური იპმერიის სენსაციურ და შოკისმომგვრელ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამაა, იტალიური მოდის სახლის “Gucci”-ს სიგიჟის, გლამურისა და ძალაუფლების წყურვილის შესახებ, რომელიც სავსეა სიყვარულით, ღალატით, დაცემით, შურისძიებით და საბოლოოდ სასტიკი მკვლელობით. ფილმში ნაჩვენებია რას ნიშნავს ეს სახელი, რას წარმოადგენს იგი და რამდენად შორს წავა ოჯახი ძალაუფლების გამო.