კორონავირუსის სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირია ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. კორონავირუსის სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს.
COVID-19 ფილტვებში ჩვეულებრივი გაციების კორონავირუსების მსგავსად იწყება, მაგრამ შემდეგ იმუნურ სისტემაში იწვევს ნამდვილ ალიაქოთს, რაც შემდეგ ფილტვის საკმაოდ მასშტაბურ დაზიანებას განაპირობებს.