02:37
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ფინანსთა მინისტრი დღგ-ს საქმეზე - ნებისმიერი უწყების წარმომადგენელს თუ ამასთან რაიმე არაკანონიერი შეხება ჰქონდა, დაუსჯელი არ დარჩება
14-08-2019

ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის, გადადგომას მოითხოვს. მისი თქმით, სოსო რამიშვილი იმ კორუფციული სქემის მონაწილეა, რომელიც ეხებოდა დღგ-ს დამალვას.

ხაბეიშვილის თქმით, შეუძლებელია კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი დანაშაულში და ფულის გათეთრებაში თვითონ იყოს ამ საქმის გამოძიების მწარმოებელი. ამასთან ხაბეიშვილმა ის პიროვნებებიც დაასახელა, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.

მედიასთან კომენატარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიების მასშტაბი დიდია და ყველა, ვინც ამ საქმეშია გარეული, დაუსჯელი არ დარჩება. მისივე თქმით, საქმეში მონაწილე პირებს გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართაა დაწყებული, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება.

AutoPlay
დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე, ეს სრული სიგიჟეა - არქიმანდრიტი კირიონი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მოსკოვი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს - კონსტანტინ ზატულინი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
დონალდ ტრამპი "დიდი შვიდეულის" სამიტზე ვლადიმერ პუტინის მოწვევას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები