22:50
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
03-06-2020

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 2 ივნისს, 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ერონული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 111 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.5 პროცენტით, მაქსიმალური 8.74 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.655 პროცენტით განისაზღვრა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები