ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 66 მილიონ 520 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.3 პროცენტით, მაქსიმალური 8.72 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.422 პროცენტით განისაზღვრა.