ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 ოქტომბერს, 30 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი, 60 მილიონ 305 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.39%-ით, მაქსიმალური 9.89%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.64%-ით განისაზღვრა.