ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 102 მილიონ 45 ათასი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით, მაქსიმალური 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.743 პროცენტით განისაზღვრა.