ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 სექტემბერს 60 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 110 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.15 პროცენტით, მაქსიმალური 7.51, ხოლო საშუალო შეწონილი 7.414 პროცენტით განისაზღვრა.