ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 7 აპრილს, 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი 108 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.24 პროცენტით, მაქსიმალური 10.55 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.17 პროცენტით განისაზღვრა.