ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 6 აგვისტოს, 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 113 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.5 პროცენტით, მაქსიმალური 6.59 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.558 პროცენტით განისაზღვრა.