ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადით უკვე 6 084 პირმა მიმართა, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. პირველადი განცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებსა და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარებით სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.