ფინელმა მეცნიერებმა საკვები ჰაერისგან შექმნეს და აცხადებენ, რომ მსოფლიოს მოსახლოების საკმარისი საკვებით დაკმაყოფილებაში რევოლუციას მოახდენენ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კატაკლიზმების გამო ადამინების საჭირო საკვებით მომარაგება სულ უფრო პრობლემური ხდება. ექსპერტების პროგნოზით, კაცობრიობის საკვებით უზუნველყოფა მომავლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება.
ლაპეენრანტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერები ჰაერისგან საკვების მიღებისათვის საჭირო ტექნოლოგიის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ. მათი თქმით არაერთი ექსპერიმენტის შემდეგ სასურველი შედეგი უკვე მიიღეს და „საჰაერო საკვების“ მწარმოებელ პირველ ქარხანას 2021 წელს გახსნიან.
მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი გემოთი ხორბლის ფქვილს ჰგავს. ის ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმებისგან შედგება, რაც ადამინისთვის სასიცოცხლოდ სრულიად საკმარისია.