ფინეთს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 34 წლის სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრის სანა მარინის კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 200 წევრიდან 99-მა მისცა, 70 კი მის წინააღმდეგ გამოვიდა.
შეგახსენებთ, სანა მარინი ამდრომდე ტრანსპორტის მინისტრის პოზიციას იკავებდა. მარინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ანტი რინე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ რინემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციის წევრების ნდობა ფოსტის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ დაკარგა.