სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ეროვნული ბანკის განცხადებით, Fitch-ი მცურავ გაცვლით კურსთან ერთად საერთაშორისო რეზერვების ზრდას მიესალემება, რაც ერთი მხრივ, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდამ და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.