საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიჩმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა, უფრო კონკრეტულად განახლებული შეფასების მიხედვით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი სტაბილურობიდან ნეგატიურამდე შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა.
ფიჩი რეიტინგს შემცირების პროგნოზის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორისაა კორონავირუსისგან მიღებული ეკონომიკური ზიანი, რამაც ქვეყნის ღია ეკონომიკის შეკუმშვა და ამასთანავე საგარეო ვალის ზრდა გამოიწვია. ფიჩის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.8 პროცენტით შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 8.6 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელ ბიუჯეტის დეფიციტი სავარაუდოდ 5 პროცენტამდე შემცირდება.
ფიჩის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისითაც გაურკვევლობა, რაც 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს უკავშირდება, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ COVID-19-ის გამო, არჩევნების ჩატარების წესზე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გადავადდეს.