ლარის გაუფასურების გამო, საქართველოში იმპორტირებული ხორბალი 20-30 დოლარის ფარგლებში გაძვირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ეს ფქვილის ფასზეც აისახება. დღეს ადგილობრივ ბაზარზე ფქვილი 47-48 ლარი ღირს, რაც ძველი კურსით არის დაანგარიშებული. გაუფასურებული ლარის პირობებში კი ფასნამატი სავარაუდოდ 2 ლარი იქნება.