ბელგიის სამზარეულო უცნაური და ძალიან გემრიელი ნაზავია ფლამანდიური სიმარტივის, გერმანული სოლიდარობის და ფრანგული დახვეწილობის. ბელგიის სამეფო დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მისი მოსაზღვრე ქვეყნები - ნიდერლანდები, გერმანია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ ბელგიის კულტურასა და ტრადიციებზე. ბელგიურ სამზარეულოში მნიშვნელოვნად არის ასახული როგორც უშუალოდ ქვეყნის რეგიონული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ასევე, მეზობელი ქვეყნების სამზარეულოს კულტურა. ნათქვამია, რომ ბელგიური საკვები წააგავს გერმანულს რაოდენობით, მაგრამ ფრანგულს ხარისხით.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბელგია ცნობილია, როგორც გამორჩეული შოკოლადის, ვაფლის, ფრის და ლუდის ქვეყანა. თუმცა ისევე როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰამბურგერი და სპაგეტი "ბოლონეზე".
ბელგიურ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება, როგორც რეგიონული, ისე სეზონური ინგრედიენტები. მათ კერძებში უხვად გვხვდება: კარტოფილი, პრასები, ნაცრისფერი კრევეტები, თეთრი სატაცური და ადგილობრივი წარმოების ლუდი. ისინი ასევე ხშირად იყენებენ ევროპიდან შემოსულ ხორცს, ყველსა და კარაქს.