07:49
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"ფლამენგო" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
18-12-2019

ყატარში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. კოპა ლიბერტადორესის მფლობელმა „ფლამენგომ“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი „ალ ჰილალი“ დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო. ჟორჟე ჟესუსის გუნდს აზიელთა ძლევა გაუჭირდა და მეტიც, ტაიმი საუდის არაბეთის გუნდმა სალემ ალ-დავსარის გოლით მოიგო კიდეც. თუმცა, მეორე ნახევარში „ფლამენგომ“ ფავორიტის სტატუსი ბოლომდე გაამართლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დე არასკაეტამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, რასაც 78-ე წუთზე ბრუნო ენრიკეს მეორე გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი ალი ალბულაჰის ავტოგოლით დაფიქსირდა - 3:1. „ფლამენგო“ ფინალშია და ახლა მეტოქეს დაელოდება, რომელიც დღეს „ლივერპულისა“ და „მონტერეის“ შეხვედრაში გაირკვევა. „ალ ჰილალი“ კი მესამე ადგილისთვის ითამაშებს და აწ უკვე ხსენებულ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები